გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას 100-მდე ბრიტანელი ინვესტორი დაესწრო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ბრიტანელ ინვესტორებს ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, ლიბერალური საგადასახადო და ბიზნეს გარემო, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
ოფიციალური პრეზენტაციების გარდა გაიმართა პანელური დისკუსიებიც.