ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე

02 მარტი 2024, 15:04 516 ნახვა

სამთავრობო ცვლილებები - ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან გაშვებაზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ პროცესში განსაკუთრებული არაფერია. როგორც ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე განმარტავს, პრემიერსა და ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს სხვადასხვა შეხედულება ჰქონდათ.

ღარიბაშვილმა ზურაბ აზარაშვილს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც ყოფილი მინისტრის ანგარიშზეა.

ზურაბ აზარაშვილი ირაკლი კობახიძემ გუშინ გაათავისუფლა, მთავრობის მეთაურს არ დაუმალავს, რომ მინისტრის თანამდებობა მის პოლიტიკას შეეწირა. ვაკანტურია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტიც.

რევაზ ჯაველიძე პრემიერმა პოსტიდან გუშინ გაათავისუფლა. გუშინვე თანამდებობის დატოვება მოუწია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი