თორნიკე რიჟვაძე წმ. თეოდორე აჭარელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ამავე წმინდანის სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრო

01 მარტი 2024, 15:16 613 ნახვა

თორნიკე რიჟვაძე წმ. თეოდორე აჭარელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ამავე წმინდანის სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრო - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, XIX საუკუნეში აგებულ წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ტაძარს რეაბილიტაცია ფონდი ,,ქართუს" მხარდაჭერით ჩაუტარდა.

"ფონდ „ქართუ“-სთან არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით, ქ. ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია 2020 წელს განხორციელდა.

დღეს მღვდელმოწამე თეოდორე აჭარელის ხსენების დღეა. ბათუმში წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიაში, წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა.

XIX საუკუნეში აგებულ წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ტაძარს ფონდი ,,ქართუს" მხარდაჭერით რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 

ფონდის მიერ განხორციელდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციაც. ასევე, ძველ ბათუმში განხორციელდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია”, - აღნიშნავს თორნიკე რიჟვაძე.

ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი