გახშირებული ხანძრები - ეკოლოგების რეკომენდაცია

29 თებერვალი 2024, 14:05 374 ნახვა

ბოლო დღეებში ხანძრის შემთხვევები გახშირდა, საუბარია ეკალ-ბარდებზე, რომლებიც საკმაოდ დიდ ტერიტორიებს მოიცავს. შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ ყურადღება გამოიჩინონ ნებისმიერი ქმედებისას, რამაც შესაძლოა ხანძარი გამოიწვიოს.

მოგეხსენებათ, რომ ეკალ-ბარდები ძირითადად ფერდობებზეა, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება, რაც ართულებს ქრობის პროცესს.

გარდა ამისა, ხანძარი ზიანს აყენებს გარემოს და აბინძურებს ჰაერს. გარემოს დამცველები კანონის და ჯარიმების გამკაცრებას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი