რუსეთში ნავალნის მხარდამჭერი დააკავეს

29 თებერვალი 2024, 08:44 417 ნახვა

კრასნოდარში ფაშიზმის მსხვერპლთა მემორიალის წინ რუსი აქტივისტი ანდრეი ვიაზოვი  კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის  გაპროტესტების გამო დააპატიმრეს.

მისი ადვოკატის ალექსეი ავანესიანის თქმით, ვიაზოვი რეგულარულად მონაწილეობდა  საპროტესტო აქციებში კრასნოდარში. ის იყო ერთ-ერთი იმ 400-ზე მეტ დემონსტრანტს შორის, რომლებიც ბოლო დღეებში რუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ  ღონისძიებებზე დააკავეს.

დაკავებიდან მეორე დღეს კრასნოდარის სასამართლომ ვიაზოვს „ექსტრემისტული სიმბოლოების დემონსტრირებისთვის“ 14 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ეს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელია.  ვიაზოვი უნდა გაათავისუფლონ 1 მარტს, იმ დღეს, როდესაც ნავალნის მოსკოვში დაკრძალავენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი