თბილისში ახალგაზრდა გოგო მოკლეს

28 თებერვალი 2024, 14:49 483 ნახვა

თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია 20 წლის გოგო. ქალს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში