უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი 1-3 მარტს გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირზე 69 ქვეყნის 501 ძიუდოისტია რეგისტრირებული. შეჯიბრებაზე ექვსი ქართველი გამოვა: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი - ორივე 60 კილოგრამში იასპარეზებს, ლაშა ნადირაძე 66-ში, ბაგრატ ნინიაშვილი კი 73 კგ-ში იჭიდავებს, ვარლამ ლიპარტელიანი და იმედა გოგოლაძე -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ჩვენმა გუნდმა ტაშკენტში ცხრა ძიუდოისტით სამი მედალი მოიპოვა.
ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემი მოიგო, ეთერ ლიპარტელიანი ვერცხლის, გელა ზაალიშვილი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.