საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივები

27 თებერვალი 2024, 15:01 449 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია. ირწმუნებიან, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ფასადურია და ძირეული რეფორმების განხორციელებას არ ემსახურება.   

კრიტიკას არ იღებენ კანონპროექტის ინიციატორები, რომლებიც ცვლილებებს ვენეციის კომისიის დასკვნასა და  ევრორეკომენდაციებს უკავშირებენ  და დასავლურ შესაბამის  პრაქტიკაზე საუბრობენ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება - აღნიშნული უწყება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე სქესობრივი ხელშეუხებლობისა და ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორმა ჩაიდინა.

გარდა ამისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭებათ უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს საკუთარი ინიციატივით გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც ამ ორი უწყების საქმიანობას უკავშირდება და მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი