ინტერპოლმა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულზე ძებნა გამოაცხადა

18 მარტი 2017, 00:00 2100 ნახვა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ რაშიდ კანჯიოღლიზე ინტერპოლის მიერ ძებნა გამოცხადდა. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტეს, რაშიდ კანჯიოღლიზე ძებნა ინტერპოლის ე.წ. წითელი ცირკულარით დაიწყო. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა - ნაბაკევის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. რაშიდ კანჯიოღლის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის შემდეგაც საქალაქო სასამართლომ ასევე დაუსწრებლად 12 წლით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელი დაუმძიმა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რაშიდ კანჯიოღლის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს ქართული მხარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების გალის შეხვედრებზე მუდმივად აყენებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი