ქედაში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს გაუჩნდა. დაშავებული არავინაა.

კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. აღსაზრდელები გაიყვანეს მიმდებარე საბავშო ბაღიდანაც. ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე იკიპაჟი და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
მასალა განახლებადია.