საჯარო სკოლების დირექტორების კონკურსი 

26 თებერვალი 2024, 11:18 604 ნახვა

სკოლის დირექტორების კონკურსში მონაწილეებისთვის  რეგისტრაციის ვადა 29 თებერვალს იწურება. კონკურსის ამ ეტაპზე, ყველა მსურველი ვალდებულია შეიტანოს განაცხადი, რის შემდეგაც არასერტიფიცირებული კანდიდატებისთვის ტესტირება ჩატარდება. სკოლის დირექტორების არჩევის წესში ცვლილება ცოტა ხნის წინ შევიდა, რომლის მიხედვითაც სერტიფიცირებისთვის გასაუბრება აღარ არის საჭირო. 

მეორე ეტაპზე, კანდიდატები მაქსიმუმ 3 სასურველ სკოლას შეარჩევენ და სკოლის განვითარების დოკუმენტს განათლების სამინისტროს სპეციალურ კომისიას წარუდგენენ. საბოლოოდ სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს სკოლების სამეურვეო საბჭოებთან კანდიდატების წარდგენის საკითხი.

ვაკანტური ადგილები აჭარის 150-მდე სკოლაშია, მათ შორის ბათუმის 27 სკოლიდან 11-ში დირექტორის შესარჩევი კონკურსია გამოცხადებული.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი