დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

18 მარტი 2017, 00:00 2303 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11-12 მარტის მოვლენებში ბრალდებულ 5 პირს გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დააკმაყოფილა პროკურორების შუამდგომლობა და ბრალდებულები გენადი მამულაძე, მინდია ბერიძე, გიორგი ბერიძე, კახა მახარაძე და ლაშა დეკანაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მათ ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, პოლიციელებზე, სამსახურებრივ შენობაზე, სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფა. მოსამართლემ არცერთი ადვოკატის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო სხდომა 8 მაისს ჩაინიშნა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი