საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 თებერვალი 2024, 20:08 430 ნახვა

103 წლის წინ წითელმა არმიამ საქართველო დაიპყრო და დაიწყო 70-წლიანი საბჭოთა ტირანია. 1921 წელს მოღალატეების ლიდერობით შემოსულ რუსულ ჯარს, გმირი იუნკერები და უბრალო ხალხი დაუხვდა, რადგან მთავრობა უკვე გაქცეული, მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად საბოლოოდ ტაბახმელასთან მცირერიცხოვანი ჯარი დამარცხდა, შემდეგ კი ტყვედ ჩავარდნილი იუნკერები საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა.

მათი გმირობის პატივისცემისა და გლოვის ნიშნად მთელს ქვეყანაში სამთავრობო უწყებებთან ჩამოშვებულია დროშები, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა პოლიტიკოსები გმირების მემორიალებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით მივიდნენ.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი