ცოტნე ანანიძე მიშა სააკაშვილს: ნუ ,,ნავალნობ” - პუტინი იყავი ოპოზიციის მიმართ

24 თებერვალი 2024, 15:17 460 ნახვა

ყოფილი პოლიტპატიმარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ნარატივს ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილისა და ნავალნის შედარება ურცხვობაა.

„ურცხვობაა პარალელის გავლება ნავალნისა და სააკაშვილს შორის. ნაცების მცდელობაა, „ნავალნად“ წარმოაჩნინონ ადამიანი, რომელიც წამებით კლავდა და იჭერდა ყველას, ვინც მისი ინტერსების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ვინც თავისუფალ სიტყვას იცავდა, სამართლიანობას ითხოვდა, აპროტესტებდა თავისუფალი მედიასაშუალებების დახურვას. სწორედ, თავისუფალი სიტყვის დასაცავად გამოსულმა, ჯერ კიდევ, სტუდენტმა, საკუთარ თავზე გამოვცადე სააკაშვილის და ნაცხროვის ციხის არაადამიანური პირობები.

 

ეს ყველაფერი კარგად იციან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. როგორ შეიძლება მიშას ე.წ. მართლმსაჯულება და ციხეები გახსოვდეს და ნავალნის ადარებდე?!„ - ნათქვამია ცოტნე ანანიძის განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში