დღეს მექნება შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან, მზად ვართ, აბსოლუტურად ღია საუბრისთვის - პრემიერი

23 თებერვალი 2024, 15:38 446 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებს შეხვდება.

პრემიერის განმარტებით, მთავარი ამოცანაა, თვისებრივად გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, ამასთან, საჭიროა, სწორი გზის გამონახვა კოლექტივის ინტერესების დასაცავად.

"დღეს მექნება შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან. ამის სურვილი თავიდანვე გამოვხატე, უბრალოდ, ვიზიტის და სხვა მიზეზების გამო, აქამდე ვერ მოვახერხე. ჩვენთვის მთავარია, გამოვნახოთ საუკეთესო გადაწყვეტის გზა. ერთი მხრივ, კლინიკის არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. უმჯობესია, თვისებრივად გაუმჯობესდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა.

 

ეს არის ერთი მთავარი ამოცანა. ამასთან ერთად, ჩვენ გულისხმიერად უნდა მივუდგეთ იმ ინტერესებს, რაც აქვს საავადმყოფოს კოლექტივს.  აქ რაღაცნაირი ბალანსი უნდა გამოიძებნოს. ჩვენ მზად ვართ,  აბსოლუტურად ღია საუბრისთვის ყველაფერთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორი ინტერესია, რაც უნდა დაბალანსდეს – ეს არის ახალი საავადმყოფოს აშენების ინტერესი, რაც არის ჩვენი სახელმწიფოს, საზოგადოების ინტერესი. საავადმყოფოში ინფრასტრუქტურა არ არის კარგი. შესაბამისად, განახლება არის აუცილებელი. ამასთან ერთად, მაქსიმალურად სწორი გზა უნდა გამოვნახოთ, რათა კოლექტივის ინტერესებიც იყოს დაცული. დეტალებზე გვექნება დღეს საუბარი, წინასწარ გამიჭირდება შედეგებზე საუბარი. ჩვენ ვილაპარაკებთ ყველა დეტალზე და ამის შემდეგ მოგახსენებთ, როგორ იქნება მთავრობის გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი