პარლამენტში ინტერპელაციის წესით ნათია თურნავას მოუსმენენ

23 თებერვალი 2024, 10:18 305 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნათია თურნავა ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ინტერპელაციის წესით, შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა.

საპარლამენტო უმცირესობა ნათია თურნავასგან პასუხს „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერების მიერ აღებულ სესხებთან დაკავშირებით ელის.

ამ თემაზე მას პარლამენტიდან ცხრა კითხვა გაეგზავნა. ინტერპელაციის გამართვის ინიციატორია პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეები“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში