9 რეკომენდაციის შესასრულებლად შეხვედრა დაიწყო

22 თებერვალი 2024, 18:08 463 ნახვა

პარლამენტის დახურულ სამუშაო შეხვედრაზე ამ წუთებში სასამართლო რეფორმაზე მსჯელობენ. რიგით მესამე შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, 9 რეკომენდაციის შესრულების მიზნით იმართება, რომელშიც მონაწილეობას უმრავლესობა, ოპოზიცია და მესამე სექტორი იღებს.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ძირეული რეფორმები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებით უნდა დაიწყოს, ''ქართული ოცნება'' კი კრიტიკის საპასუხოდ ოპოზიციას ახსენებს, რომ ცვლილებები ვენეციის კომისიის დასკვნებს ეფუძნება, და ოპონენტებს არგუმენტების დასაბუთებისკენ მოუწოდებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი