ხელისუფლების ოპონენტები შალვა პაპუაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან აგრესიის შემცველი განცხადებების გაკეთებასა და ოპოზიციაზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
აცხადებენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის ფარგლებში ევროინტეგრაციის მიმართულებით ვერაფერი მოისმინეს.
მთავარი აქცენტები კი ქართულ ოცნებაში დეზინფორმაციასა და პოლარიზაციაზე კეთდება.
მმართველი გუნდი 12 რეკომენდაციის ფარგლებში პარლამენტში გაწეულ სამუშაოსა და 9 დათქმის შესრულებაზე ვრცლად საუბრობს.