რა გააკეთა ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის როგორც ინსტიტუციის გასაძლიერებლად შალვა პაპუაშვილმა? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ქვეყნის პირველი კანონმდებელი დღეს კოლეგებს ანგარიშს ჩააბარებს.
საპარლამენტო უმრავლესობა საინტერესო მოხსენებას ელოდება, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე.
სახელისუფლებო პარტიის ოპონენტების ნაწილი შალვა პაპუაშვილის იმ საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს იხსენებს, რომლებიც მათი შეფასებით, რეპრესიული იყო. ჩამონათვალშია ე.წ-ლი რუსული კანონი.