ბრიუსელში ვიზიტის შედეგები ქვეყანაზე მოგვიანებით აისახება - ასეთია ოპოზიციის ნაწილის მოლოდინი ბელგიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრებზე.
ხელისუფლების ოპონენტების სხვა ნაწილს კი მიაჩნია, რომ ვიზიტი სასარგებლო არ იქნება, რადგანაც ქართული ოცნება რეკომენდაციებს არ ასრულებს.
მმართველ გუნდში ბრიუსელში გამართული შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლების მთავარი გზავნილი არა ერთხელ გაცხადდა და ეს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციაა.