ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში

21 თებერვალი 2024, 15:02 444 ნახვა

საქართველოს პარლამენტში ''მინისტრის საათის’’ ფორმატში დღეს ფინანსთა მინისტრს უსმენენ. ლაშა ხუციშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მისი განცხადებით, საქართველო მოწინავე პოზიციაზეა და არ ჩამოუვარდება ევროკავშირის წევრ და კანდიდატი ქვეყნებს, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირისა და პანდემიის შემდეგ, მაკროეკონომიკური და ფისკალური  პარამეტრების  აღდგენის სისწრაფის  მიხედვით.  

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში 2023 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ბოლო 8 თვის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება.

ოპოზიციამ მინისტრს არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე ჰკითხა  მაშინ, როცა ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს, რატომ ღირს საქართევლოში პროდუქტი გაცილებით ძვირი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ასევე რატომაა უმუშევრობის  მაღალ მაჩვენებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი