„ევროკავშირის გაფართოების მომავალი“ - საერთაშორისო კონფერენცია 

21 თებერვალი 2024, 14:38 436 ნახვა

„ევროკავშირის გაფართოების მომავალი: სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები“ - საერთაშორისო კონფერენცია ხორვატიის იუსტიციის და საჯარო ადმინისტრირების სამინისტროსა და ევროკომისიის ორგანიზებით იმართება.

შეხვედრაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ.  ღონისძიების მიზანი კანდიდატი ქვეყნებისათვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე ხორვატიის გამოცდილების გაზიარებაა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმასა და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიმართ განსახილველი საქმეების ისტორიულ მინიმუმზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი