მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე - ბორელი

21 თებერვალი 2024, 14:26 363 ნახვა

მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, მოვუწოდე ცხრა ნაბიჯის შესრულების დაჩქარებისკენ, მათ შორის არჩევნების, საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე მოხდა მოსაზრებების არსებითი გაცვლა.

"მოხარული ვიყავი, გუშინ მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა. მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა რეფორმების ძალისხმევაზე და საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე. მე მოვუწოდე ცხრა ნაბიჯის შესრულების დაჩქარებისკენ, მათ შორის არჩევნების, საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, ასევე, მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი