გიდების საერთაშორისო დღე

20 თებერვალი 2024, 14:08 305 ნახვა

დღეს გიდების საერთაშოროსო დღეა. პროფესიულ დღესთან ერთად საქართველოს გიდების ასოციაცია დაარსებისა და აქტიური საქმიანობის 14 წელს აღნიშნავს.

თარიღთან დაკავშირებით გიდების ასოციაციამ ღონისძიება გამართა. ასოციაციის წარმომადგენლებმა საქმიანობის შემეჯამებელი ანგარიში წარადგინეს და ამ პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გიდების თქმით, არსებობს მთელი რიგი პრობლემა, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება და საკანონმდებლო დონეზე განხილვა სჭირდება.

გიდების საერთაშორისო დღე 1987 წლიდან მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღინიშნება. საქართველო თარიღს 2011 წელს შეუერთდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში