ბიუროს სხდომა უმაღლეს საბჭოში

20 თებერვალი 2024, 14:44 423 ნახვა

უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიაზე მინისტრის საათის განრიგის შესახებ იმსჯელეს ბიუროს სხდომაზე. მინისტრთა კაბინეტის წევრები საქმიანობის ანგარიშით წარსდგებიან საკანონმდებლო ორგანოში.

სხდომაზე საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის არჩევის შესახებ მსჯელობას კი ნაციონალური მოძრაობის წევრის პროტესტი მოჰყვა. გია აბულაძის თქმით,  უმჯობესია  სკამების გადანაწილებას,  მაღალმთიან აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი შეუმსუბუქონ ადგილობრივებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული პოსტი სახელფასო დანამატს  არ ითვალისწინებს და ბრალდება უსაფუძვლოა.  

დავით გაბაიძის განცხადებითვე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში კი სამთავრობო უწყებები აქტიურად არიან ჩართულები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი