20-22 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი - გარემო

19 თებერვალი 2024, 13:29 528 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  20-22 თებერვალს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.

მათივე ცნობით, სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20-21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22 თებერვალს შესაძლოა, წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

"თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20-21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 22 თებერვალს შესაძლოა, წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 და 22 თებერვალს ზოგან იწვიმებს, 21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 20 და 22 თებერვალს ზოგან იწვიმებს, 21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 20 და 22 თებერვალს ზოგან მოთოვს, 21 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. 

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება"- განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

 

 

ფოტო: ირინე წუწუნავა
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი