იაპონიის პრემიერმა ტოკიოში უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა. მხარეებმა უკრაინის რეკონსტრუქციაზე იმსჯელეს, ახალი ორმხრივი საგადასახადო და იაპონური ბიზნესის სხვა მხარდამჭერი ხელშეკრულებები გააფორმეს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებებს "ინვესტიციები მომავალში" უწოდა და ახალი ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დაწყება დააანონსა.
კონფერენციაზე 50-მდე იაპონურმა კომპანიამ ხელშეკრულებები გააფორმა უკრაინელ კოლეგებთან ისეთ დარგებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა.
გარიგებების მთლიანი თანხა არ გახმაურებულა. იაპონია უკრაინას 10 მილიარდ დოლარზე მეტ ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.