უკრაინის ქალაქ ავდეევკას რუსი სამხედროები სრულად აკონტროლებენ და 8,6 კილომეტრით წინ წაიწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება აქვეყნებს.
განცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქალაქი უკრაინელმა სამხედროებმა დატოვეს და მის შემოგარენში, ახალ პოზიციებზე გადაინაცვლეს.
ოკუპანტები ამ დრომდე ამტკიცებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების ნაწილი თავს, ქიმიური ქარხნის ტერიტორიას აფარებს.