ავტოსაგზაო შემთხვევებს გასულ წელს 442 ადამიანი ემსხვერპლა

17 თებერვალი 2024, 10:51 402 ნახვა

2023 წელს ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 7 310 ადამიანი დაშავდა, 442 გარდაიცვალა – სტატისტიკა ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა ბრიფინგზე წარადგინა.

ირაკლი იზორიას თქმით, ლეტალობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 5%-ითაა გაზრდილი, რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს, პირველ ადგილს იკავებს სიჩქარის გადაჭარბება, მას მოსდევს მანევრირების წესის დარღვევა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულების ჩამოკლება არ ხდება, რაც შესაცვლელია.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების გატარებაა საჭირო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი