ბათუმში, ანბანის კოშკთან რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მდუმარე აქციით სოლიდარობას უცხადებენ საპყრობილეში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ოჯახს

16 თებერვალი 2024, 22:08 635 ნახვა

ბათუმში, ანბანის კოშკთან რუსეთის მოქალაქეებმა ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა რუსეთში ავტორიტარული რეჟიმი გააპროტესტეს და განაცხადეს,რომ ნავალნის არის რეჟიმის მსხვერპლი.აქციის მონაწილეებმა ანბანის კოშკთან ყვავილები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და ტრანსპარანტები გამოფინეს წარწერით: „არ დაგვავიწყდება”, არ გაპატიებთ”.

გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ სამშობლო დაეტოვებინათ და თავისუფალ ქვეყანაში თავშესაფრის საძებნად წამოსულიყვნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ თავისუფალი რუსეთის, თავისუფალი საქართველოს და თავისუფალი უკრაინის სლოგანებს.

აქცია სპონტანური იყო და მას ათასზე მეტი მომიტინგე ესწრებოდა. შემდგომი აქცია 24 თებერვალს ჩატარდება, უკრაინასთან ომის დაწყების გასაპროტესტებლად

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი