ხულოში მეწყერისგან დაზიანებულ ადგილებს შეისწავლიან

13 თებერვალი 2024, 18:11 545 ნახვა

ხულოში განვითარებული მეწყრის შედეგად მოსახლეობასთან მონიტორინგის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები სოფლებში შეხვედრებს განაგრძობენ. მერის ინფორმაციით ამ დროისთვის 55 ოჯახია გაყვანილი დროებით თავშესაფარში. მათი კომპენსირების საკითხი კი გეოლოგიურ დასკვნაზეა დამოკიდებული. ექსპერტები დამეწყრილ ტერიტორიებს სწავლობენ დასკვნები კი მოგვიანებით დაიდება. მერისვე ინფორმაციით საგანგებო შტაბში, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს მოქალაქეთა ზარების ზუსტი სტატისტიკა არ არის დათვლილი, ვინაიდან მეწყრის დროს ადგილობრივები ახორციელებდნენ როგორ ცხელ ხაზზე ასევე პირად ნომრებზე დარეკვას. ხულოში მიმდინარეობს დაზიანებული გზებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენა განაცხადა ხულოს მერმა ვახტანგ ბერიძემ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი