შეხვედრა 9 რეკომენდაციის შესასრულებლად

13 თებერვალი 2024, 12:05 495 ნახვა

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად მუშაობა გრძელდება. ახლა წინ გაფართოვებისთვის მოლაპარაკებების გახსნაა პრიორიტეტი, ამისთვის კი 9 რეკომენდაციის შესრულებაა მთავარი. 9 დათქმის შესრულების მოტივით პოლიტიკური მხარეები და მესამე სექტორი მეორედ შეიკრიბებიან პარასკევს.  

კვლავ ბოიკოტშია პარტია ლელო, შეხვედრებისგან განსაკუთრებული შედეგების მოლოდინი არ აქვთ არც კოლეგა ოპოზიციონერებს, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ქართული ოცნების რეალურ ინტერესს ევრორეკომენდაციების შესრულება წარმოადგენს.    

უმრავლესობა კი ოპონენტებს პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს, შეხვედრების ინკლუზიურობის მნიშვნელობას ახსენებს და კვლავ ევროინტეგრაციის საბოტაჟში ადანაშაულებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი