სკოლების მშენებლობის პროცესი ბათუმში

12 თებერვალი 2024, 18:15 979 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ბათუმში სკოლების მშენებლობის პროცესს გაეცნო.2024 წელს ბათუმში 9 სკოლის ძირითადი და დამატებითი შენობის მშენებლობა, 16 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.2024 წელს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 000 000 ლარზე მეტია. აღნიშნული ბიუჯეტის ფარგლებში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში 125 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება, მათ შორის ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობის მშენებლობა და 16 საჯარო სკოლის სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი