რუსთავში დაჭრილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია 

10 თებერვალი 2024, 17:01 463 ნახვა

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე სროლის დროს დაჭრილ 26 წლის კაცს  გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, პაციენტი ამჟამად რეანიმაციაში, სტაბილურ მდგომარეობაშია. რუსთავის ბაზარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირთა წრე გაფართოვდა - პოლიციამ ბრალდებული  გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავა.  

გამოძიების ვერსიით, სანადირო თოფი, რომლითაც დაკავებულმა ოთხი ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა, მის ძმას ეკუთვნის. 21 წლამდე კაცს უწყება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

მძიმე დანაშაულში მხილებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი