უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი 130-მდე ოჯახი ქედასა და შუახევში, მობილიზებულია ტექნიკა და ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად იწმინდება - აჭარის მთავრობა

08 თებერვალი 2024, 19:45 468 ნახვა

საგანგებო რეჟიმში გრძელდება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში, მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც დააზიანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და ხიდი. ხულოს მუნიციპალიტეტში 43 ოჯახი იქნა გაყვანილი უსაფრთხო ადგილას.

უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი 130-მდე ოჯახი ქედასა და შუახევში.

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად იწმინდება.

"საგანგებო რეჟიმში გრძელდება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდითი სამუშაოები.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, გზების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის და გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები.

მესამე დღეა მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად იწმინდება.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში, განვითარებულმა მეწყრულმა პროცესმა დააზიანა სხალთა-ხიხაძირის საავტომობილო გზა და ხიდი. ხულოს მუნიციპალიტეტში 43 ოჯახი იქნა გაყვანილი უსაფრთხო ადგილას. ასევე, უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი 130-მდე ოჯახი ქედასა და შუახევში.

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური ," - აღნიშნულია განცხადებაში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი