დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდითი სამუშაოები ხულოში

08 თებერვალი 2024, 20:19 332 ნახვა

დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა გრძელდება ხულოში. რთული ვითარებაა ყინჩაურში, სადაც ფერდობიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ სხალთა-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. ამ დროისთვის მოძრაობა პარალიზებულია სამ ადმინისტრაციულ ერთეულთან. მეწყერმა წაიღო ხიდი, კიდევ ოთხი ოჯახი გახდა იძულებული საცხოვრებელი დაეტოვებინა. ბოლო სამი დღის განმავლობაში ხულოში 43 ოჯახია დროებით საცხოვრებელში გაყვანილი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში