დაბა სურამში დამეწყრულ ტერიტორიას გეოლოგები სწავლობენ

08 თებერვალი 2024, 10:21 352 ნახვა

უხვი ნალექის შედეგად, გუშინ ღამით მეწყრული პროცესები განვითარდა დაბა სურამში.

მთიდან ჩამოსულმა წყალმა და ნაშალმა მიწამ გურამიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დალამა. ღამით მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივი მაცხოვრებელები საშიში ზონიდან გაიყვანეს.უსაფრთხო ადგილას 40-მდე ოჯახი იყო გაყვანილი.

ადგილზე მთელი ღამე მობილიზებული იყვნენ მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.

ამ დროისთვის, ტერიტორიას გეოლოგები სწავლობენ. მეწყრული პროცესებისა და არსებული რისკების შეფასების მიხედვით გადაწყდება თუ რა ზომების გატარებაა საჭირო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი