ისრაელის საჰაერო და სახმელეთო იერიშების შედეგად, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 27 400-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას „ჰამასის“ დაქვემდებარებაში მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განმარტებით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმებს 113 პალესტინელი ემსხვერპლა. დაჭრილია ასობით ადამიანი.
7 ოქტომბრის შემდეგ დაშავებულთა საერთო რიცხვი კი 67 ათასს აღწევს.