თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა

06 თებერვალი 2024, 11:43 706 ნახვა

თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა.  ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები.

უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში