მერაბ ღოღობერიძე ამ წუთებში მოწმის სტატუსით გამოძიების კითხვებს პასუხობს. რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობენ, რომ ღოღობერიძე 11 მარტის აქციის სავარაუდო ორგანიზატორია. თუმცა ის ამას კატეგორიულად უარყოფს. შეგახსნებთ, აქციამდე რამდენიმე დღით ადრე მერაბ ღოღობერიძემ ბათუმში საპატრულო პოლიციასთან აქცია გამართა და უწყების ხელმძღვანელის კახა ბუხრაძის გადადგომა მოითხოვა.