აშშ-ის საჰაერო თავდასხმებმა დაარღვია ერაყისა და სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე, საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს წესდება - ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი 

03 თებერვალი 2024, 20:38 502 ნახვა

აშშ-ის საჰაერო თავდასხმებმა დაარღვია ერაყისა და სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე, საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს წესდება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ყანაანიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ამერიკის მუდმივი ავანტიურიზმი დასავლეთ აზიაში საფრთხეს შეუქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში.

ნასერ ყანაანის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო თავდასხმები ერაყში, სირიასა და იემენში მიზნად ისახავს სიონისტური რეჟიმის მიზნების შესრულებას, რადგან თავდასხმები გაზრდის აშშ-ის ჩართულობას რეგიონში და დაჩრდილავს ისრაელის რეჟიმის დანაშაულებს ღაზაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი