“სნოუბორდ კროსის დისციპლინაში” მსოფლიო თასის პირველი ეტაპი 

03 თებერვალი 2024, 18:02 498 ნახვა

გუდაურში "სნოუბორდ კროსის დისციპლინაში" მსოფლიო თასის პირველი ეტაპი ჩატარდა. შეჯიბრი, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს, ხვალაც გაგრძელდება. სნოუბორდ კროსის დისციპლინის ტურნირში დღეს პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ქალთა კატეგორიიდან პირველი ადგილი დაიკავა ფრანგმა სპორტსმენმა ქლოე ტრენსბუშიმ, ხოლო მამაკაცთა კატეგორიიდან კანადელმა სპორტსმენმა ელიოტ გრინდინმა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორის, განცხადებით, "სნოუბორდ კროსის დისციპლინის" ტურნირისთვის საქართველომ სამუშაოს თავი შესანიშნავად გაართვა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი