ხან იუნისში მისიის დასრულების შემდეგ სამიზნე ქალაქი რაფაჰი იქნება - ისრაელის თავდაცვის ძალები

02 თებერვალი 2024, 16:03 541 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქალაქ ხან იუნისში მისიის დასრულების შემდეგ, სამიზნე ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ქალაქი რაფაჰი იქნება.

„ვასრულებთ ჩვენს მისიებს ხან იუნისში და მივაღწევთ რაფაჰამდეც. ეს ომი მოითხოვს ეროვნულ გამძლეობასა და მონდომებას. ჩვენ უნდა მოვითმინოთ, ვიდრე მისიას არ შევასრულებთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.

 

გაერო-ს ცნობით, ეგვიპტის საზღვარზე მდებარე ქალაქ რაფაჰში მოსახლეობის რაოდენობამ მკვეთრად იმატა, რადგან ღაზაში მყოფები ისრაელის მიერ, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქების დაბომვის შემდეგ, სწორედ, იქ გადავიდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი