გზის რეაბილიტაცია სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე

02 თებერვალი 2024, 11:50 542 ნახვა

ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა. დაგეგმილია დაახლოებით ერთ კილომეტრიან მონაკვეთზე, საუბარია თავისუფლების ქუჩაზე რკინა-ბეტონის ფილები ასფალტის საფარით შეიცვლება რასაც მოსახლეობა რამდენიმე წელია უწყვეტად ითხოვდა. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ მსგავსი სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთზე გაგრძელდება. პროცესი აპრილამდე გაგრძელდება. პროექტით გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკის მოწესრიგება და საგზაო ნიშნების განთავსება. აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის მილიონ ექვსასი ათასი ლარი დაიხარჯება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი