მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობასა და მონდომებას, ქართველები დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა - სალომე ზურაბიშვილი

01 თებერვალი 2024, 22:09 572 ნახვა

მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ეხმაურება.

„ეს არის შეთანხმება, რომელიც ევროპულ ერთობას, პასუხისმგებლობასა და სოლიდარობას გამოხატავს. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის გამბედაობას და მონდომებას. ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენმა საერთო მომავალმა და უსაფრთხოებამ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადადგა“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი