საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას „ქართული ოცნება“ დღეს დაასახელებს

01 თებერვალი 2024, 10:01 509 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას „ქართული ოცნება“ დღეს ოფიციალურად დაასახელებს. პოლიტიკური გაერთიანება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომასა და ყრილობას დღეს გამართავს.

პოლიტსაბჭოზე ოფიციალურად დამტკიცდება პრემიერის კანდიდატურა, ყრილობა კი, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.

როგორც ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება, რომელიც მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს.

პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას კი უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

ახალი პრემიერისა და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება პარლამენტში მომავალი სასესიო კვირისთვის იგეგმება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი