თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება - სამინისტრო

31 იანვარი 2024, 14:25 429 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა.

სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკის პერსონალისთვის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად დრო 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა.

"სამედიცინო დაწესებულებაში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მიიღეს. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება. „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრები 5 მარტამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი