პაკისტანის ყოფილ პრემიერსა და პირველ ლედის 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

31 იანვარი 2024, 10:08 450 ნახვა

პაკისტანის ყოფილ პირველ ლედის  ბუშრა ხანსა და მის მეუღლეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს 14 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ სახელმწიფო საჩუქრების უკანონო გაყიდვის საქმეზე. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორამციას. 

ბუშრა ბიბის სახელით ცნობილი  პირველი ლედი,  ხანის მესამე ცოლია და  სულიერი ლიდერის რეპუტაციით სარგებლობს. მისი  პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.

ისლამაბადში ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილება იმრან ხანისთვის ერთი დღით ადრე  სხვა საქმეზე გამოტანილ განაჩენს მოჰყვა.

ექს-პრემიერს 10 წლიანი პატიმრობა   სახელმწიფო საიდუმლოს გათქმისთვის მიესაჯა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში