კორუფციის აღქმის ინდექსი

30 იანვარი 2024, 14:34 491 ნახვა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, კორუფციის აღქმის ინდექსით 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაუარესდა. განახლებულ მონაცემებს  "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ევროკომისიის გაცემული რეკომენდაციებისა და პირობების შესრულება საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად. მონაცემების გაუარესების მიუხედავად, საქართველო 53 ქულით რეგიონში მოწინავეა.

საქართველოს ფინანსთა  სამინისტროში ირწმუნებიან, რომ საქართველოს შეფასება 53 ქულა საუკეთესოა შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში, საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, რეიტინგში 50 საუკეთესოს შორის 49-ე პოზიციაზე უთანაბრდება ევროკავშირის წევრ კვიპროსს და უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ ჯამში 10 სახელმწიფოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი