9 რეკომენდაციის ირგვლივ პარლამენტმა კიდევ ერთხელ იმსჯელა, მომდევნო შეხვედრა კი 2 კვირაში ჩაინიშნა. შეხვედრაზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა დეპოლარიზაციაზე და მისი მიღწევის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
სკეპტიკური განწყობაა საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენ ნაწილშიც, თუმცა მზად არიან სამუშაო ფორმატში დარჩენისთვის. მაქსიმალური ჩართულობისა და კონსტრუქციული მუშაობისკენ მოუწოდებენ ოპონენტებს მმართველი პარტიის წევრები.
საპარლამენტო უმრავლესობის მიზანია 9 დათქმის შესასრულებლად საჭირო ყველა საკანონმდებლო ცვლილება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღონ.
9 პუნქტიდან საკანონმდებლო ორგანომ სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციულ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და დეპოლარიზაციის საკითხებზე უნდა იმუშაოს.